ტყიბულის მუნიციპალიტეტში, ახალსოფლის წყალსაცავზე 1 ივლისს ტრაგიკულად დაიღუპა საწირის საჯარო სკოლის მე-12 კლასის მოსწავლე საბა გვენეტაძე.

საბა რამდენიმე დღეში 17 წლის გახდებოდა,სკოლის პედაგოგები და მეგობრები ამბობენ რომ ის საუკეთესო მოსწავლე და მეგობარი იყო.

საბას დაღუპვის გამო დიდ ტკივილს და მწუხარებას განიცდის მისი მშობლიური სკოლა, დაღუპულ მოსწავლეს ემშვიდობება და სამგლოვიარო განაცხადს აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავზობთ –

„საწირის საჯარო სკოლას გადაეკრა შავი გლოვის ბაბთა. ჭირისუფალია დღეს სკოლის კედლები თავის აღსაზრდელს დატირის ცხარე ცრემლით.საბა გვენეტაძე 16 წლის,სიცოცხლით სავსე ,მომავლის იმედით გულგამთბარი ახალსოფლის ტბამ არ დაინდო და ნაადრევად წაიყვანა მარადისობაში. ასე დამთავრდა მოზარდის ცხოვრება ამ წუთისოფელში. წავიდა და წაიყოლა ტკივილი და უსაზღვრო ცრემლით სავსე სიყვარული.მსუბუქი იყოს შენ მკერდზე შენი მშობლიური სოფლის მიწა,არასოდეს დაგივიწყებს შენი სკოლა,შენი მასწავლებლები და თანაკლასელები, მშვიდობით“ ნათქვამია განაცხადში.

საბა გვენეტაძის დაღუპვის გამო უსაზღვროა მწუხარება მის მშობლიურ სოფელ საწირეში.

მეგობრები, ნათესავები, თანაკლასელები,თანასოფლელები,ოჯახის უახლოესი ადამიანები ტკივილს და მწუხარებას განიცდიან საბა გვენეტაძის ტრაგიკულად დაღუპვის გამო და იზიარებენ ოჯახის მწუხარებას.

საბა გვენეტეძეს ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ საწირეში 5 ივლისს დაკრძალავენ.