გასულ კვირას საქართველოში, ევროპაში ერთ-ერთმა წამყვანი კარდიოლოგი და შინაგანი მედიცინის სპეციალისტი, უნგრელი ექიმი ჩაბა ფოლდეში სტუმრობდა.

ცნობილმა კარდიოლოგმა ქუთაისის ცენტრალური საავადმყოფოს კარდიოლოგიური განყოფილების ხელმძღვანელ, კარდიოლოგ-არითმოლოგ გიორგი ჩხოლარიასთან ერთად წინა გულის ფიბრილაციის საკმურნალოდ თანამედროვე კრიო აბლაციის ოპერაციები ჩაატარეს.

“ქუთაისში დანერგილი ეს მეთოდი – კრიოაბლაცია არის ინოვაცია. მისი მეშვეობით პაციენტებს საშუალება ეძლევათ გაიუმჯობესონ ცხოვრების ხარისხი. ეს პროცედურა, რომელიც 1-2 საათის განმავლობაში გრძელდება, არის კათეტერიზაცია, რომელიც არ საჭიროებს ღია ჭრილობის გაკეთებას გულ-მკერდის არეში. ოპერაციის მეორე დღესვე პაციენტებს შეუძლიათ განაგრძონ ცხოვრება ჩვეულ რეჟიმში და თავი იგრძნონ ბევრად უფრო კარგად, ჯანმრთელად. მისი ეფექტურობა სრულიად გარანტირებულია.” – განაცხადა უნგრელმა კარდიოქირურგმა, ჩაბა ფოლდეშმა ექიმებთან შეხვედრაზე, რომელიც ქუთაისში გაიმართა.

“მოხარულები ვართ, რომ ქუთაისი უკვე ვატარებთ კრიოაბლაციის ოპერაციებს. კრიოაბლაცია, მინი-ინვაზიური პროცედურა საუკეთესო საშუალებაა, რომელიც უმაღლეს შედეგს იძლევა. პროცედურა არისეფექტური, ადვილი, სწრაფი და რაც მთავარია ბევრად უფრო უსაფრთხო. რაც მთავარია ის იძლევა ძალიან კარგ შედეგს უმოკლეს დროში.” – აღნიშნა გიორგი ჩხოლარიამ.

აღნიშნული ტექნოლოგია უკვე 370,000 პაციენტთან გამოიყენეს მსოფლიოს 60-ზე მეტ ქვეყანაში. ქუთაისში მხოლოდ ერთი კვირის განმავლობაში 8 წარმატებული ოპერაცია ჩატარდა. თბილისში კი უკვე 100-ზე მეტი წარმატებული კრიოაბლაციის ოპერაცია ჩატარდა ერთ წელზე ნაკლები დროის განმავლობაში. დედაქალაქში ექიმებმა ზვიად მათოშვილმა და გიორგი პაპიაშვილმა არაერთი წარმატებული ოპერაციები ჩაატარეს საკუთარ კლინიკებში.

კრიოაბლაცია წინაგულების ფიბრილაციის სამკურნალო პროცედურაა, რომლის დროსაც გამოიყენება ინოვაციური მოყინვის ტექნოლოგია. პროცედურის დროს Arctic Front Advance™ კათეტერით გაბერილ ბალონში გამაგრილებელი ნივთიერება შედის, ქსოვილს ყინავს და იმ არასასურველ ელექტრულ სქემებს თიშავს, რაც ხელს უწყობს წინაგულების ფიბრილაციას. წინაგულების ფიბრილაცია სერიოზული, საკმაოდ გავრცელებული გულის თანაბარი რითმის დარღვევაა. იგი მსოფლიო მასშტაბით 33.5 მილიონ ადამიანს აწუხებს. ამ მხრივ წინაგულების ფიბლაცია საქართველოშიც ერთ-ერთი მწვავე და გავრცელებული კარდიოლოგიური პრობლემაა. კრიოაბლაცია კი მაღალტექონოლიგიური ქირურგიული ოპერაციაა, რომელიც კონკრეტული პრობლემის დროს გამოიყენება. პროცედურის 80-90%-ს სახელმწიფო ჯანდაცვის პროგრამა ანაზღაურებს. კრიოაბლაციის მეშვეობით ხდება არითმიის დიაგნოსტიკა და მისი მექანიზმის გარკვევა, შემდეგ არითმიის კერის (უჯრედების ჯგუფის, დამატებითი გამტარი გზის) მოშორება და ამ არითმიისგან პაციენტის საბოლოო განკურნება.

სტატისტიკა: საქართველოში უეცარი კარდიული სიკვდილით ყოველწლიურად 3 700 ადამიანი იღუპება, რაც დღეში 10-11 ადამიანის სიკვდილს ნიშნავს. მსოფლიოს მასშტაბით ყოველწლიურად 7 მილიონი უეცარი კარდიული სიკვდილი ფიქსირდება. ეს კი ყოველ 4 წამში ერთ გარდაცვლ ადამიანს ნიშნავს. სახიფათო არითმიის დაწყებიდან ყოველ 1 წთ-ში 8-10%-ით მცირდება პაციენტის გადარჩენის შანსი. ასეთი პაციენტების 95% კლინიკაში მოხვედრამდე იღუპება, ხოლო “ჩუმი”, აღმოუჩენელი წინაგულთა ფიბრილაცია გავრცელებული მიზეზია ინსულტისა და გაიდლაინებში მოცემულია რჩევა, რომ ჩატარდეს პირობითი და მიზნობრივი ინტენსიური ეკგ სკრინინგი წინაგულთა ფიბილაციის აღმოსაჩენად, ყველა პაციენტში, 65 წელს ზემოთ ან იმ პაციენტებში ვისაც აქვთ ინსულტი ან გარდამავალი იშემიური შეტევა.

პროცედურის შესახებ: კრიო აბლაცია მინი ინვაზიური პროცედურაა. ამ პროცედურის დროს ადგილობრივი ანესთეზია ბარძაყის ან ლავიწქვეშა მიდამოში კეთდება და შესაბამის ვენაში რამდენიმე კათეტერი დგება. აღნიშნული კათეტერების მეშვეობით გულში სადიაგნოსტიკო და სააბლაციო ელექტროდები შეჰყავთ. ელექტროდები გულში სათანადო ადგილებში თავსდება, მათი მეშვეობით, სათანადო ელექტრული იმპულსების გამოყენებით კი ხდება არითმიის ხელოვნური გამოწვევა და ინფორმაციის ჩაწერა. ზუსტი დიაგნოზისა და არითმიის მექანიზმის დადგენის შემდეგ უკვე იწყება კათეტერული აბლაცია.
კრიოაბლაციის დროს, სპეციალური კათეტერის საშუალებით ხდება არითმიის კერის (უჯრედების ჯგუფის, დამატებითი გზის) დაზიანება (მოყინვა). კრიოაბლაციის ხანგრძლივობა დაახლოებით 1-3 საათია.