სამი დღის მანძილზე მიმდინარეობდა ტყიბულის საჭარდაკო სკოლაში რაიონული სასკოლო გუნდური ჩემპიონატი ჭადრაკში. შეჯიბრებამ სტარტი 5 მარტს აიღო და მასში მონაწილეობას მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლები იღებდნენ. თითოეული სკოლის გუნდი სამი ვაჟითა და ერთი გოგონათი იქნა დაკომპლექტებული.თამაშები წრიული სისტემით მიმდინარეობდა, რის შემდეგაც გამარჯვებულები გამოვლინდნენ. სკოლებს შორის გუნდური პირველი ადგილი მეექვსე საჯარო სკოლამ არავის დაუთმო, მეორე ადგილზე პირველი საჯარო სკოლის მოჭადრაკეები გავიდნენ, ხოლო მესამე ადგილი კი მეორე საჯარო სკოლას ხვდა წილად.
ყველა პრიზიორი ტურნირის დასრულების შემდეგ საჭადრაკო სკოლაში სამახსოვრო დიპლომებითა და ფასიანი საჩუქრებით დაჯილდოვდა. შეჯიბრების ორგანიზატორი კი ტყიბულის მუნიციპალიტეტის სპორტული ცენტრი იყო.

თეონა ჯანელიძე

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *