დღეს ტყიბულში მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება “ქართული ოცნება–დემოკრატიული საქართველო”-ს რაიონული ორგანიზაციის კონფერენცია გაიმართა, სადაც მოწვეულმა დელეგატებმა ადგილობრივი ორგანიზაციის ახალი თავმჯდომარე და ბიუროს წევრები აირჩიეს.

ტყიბულის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარის კანდიდატურაზე პოლიტსაბჭომ წარმოშობით ტყიბულელი რობიზონ გვენეტაძე წარადგინა, რომელმაც ამირან ქარქაშაძე შეცველა. პოლიტსაბჭოს კანდიდატურას მხარი სხდომაზე მყოფმა ასივე დელეგატმა დაუჭირა.
კონფერენციას სხვა მოწვეულ სტუმრებთან ერთად ტყიბულის მაჟორიტარი დეპუტატი ელისო ჩაფიძე და ქალაქის თვითმართველობის ორგანოთა წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ელისო ჭანტურიძე

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *