ტყიბულში დედის დღე აღნიშნეს. ამასთან დაკავშირებით ადგილობრივი ხელისუფლების ინიციატივით კულტურული ღონისძიება გაიმართა, რომელიც მუნიციპალიტეტის მასშტაბით მცხოვრებ მრავალშვილიანი დედებს მიეძღვნათ.

ღონისძიებაზე მუსუკალური და ქორეოგრაფიული ნომრები ადგილობრივმა შემოქმედებითმა ჯგუფებმა შეასრულეს.
დედის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე მოწვეულ მრავალშვილიან დედებს, დედის დღე მხარის გუბერნატორმა ზაზა მეფარიშვილმა, ტყიბულის მაჟორიტარმა დეპუტატმა ელისო ჩაფიძემ და ქალაქის ხელმძღვანელებმა პირადად მიულოცეს.
აღნიშნულ დღესთან დაკავშირებით 28 მრავალშვილიან დედას ვისაც 18 წლამდე ასაკის 4 და მეტი შვილი ჰყავთ, მუნიციპალიტეტის თვითმართველობის გადაწყვეტილებით გარკვეული რაოდენობის ფულადი თანხა გადაეცათ.

ელისო ჭანტურიძე

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *