6 მარტს ტყიბულის “მეშახტემ” მორიგი თამაში გამართა. მან საკუთარ მოედანზე ოზურგეთის “მერცხალს” უმასპინძლა და დამაჯერებელი ანგარიშით სამით ნოლი მოიგო.პირველი ტაიმი “მეშახტეს” ფეხბურთელთა” უპირატესობით დაიწყო. სტუმართა კარში ოცდამეთვრამეტე წუთზე იაკობ დეისაძის გატანილმა გოლმა ანგარიში გახსნა. არანაკლებ საინტერესოდ და დაძაბულად წარიმართა მეორე ტაიმი. ოცდამეექვსე წუთზე იაკობ დეისაძემ მეტოქეს კარი მეორედ აიღო და დუბლი გაიფორმა. მეორე ტაიმის ოცდამეთექვსმეტე წუთზე ტყიბულის “მეშახტეს” ფეხბურთელებმა მასპინძელთა კარში მესამე გოლის გატანაც შეძლეს. დამაგვირგვინებელი გოლის ავტორი კი ბერდია შარვაძე იყო.
“მეშახტესა” და “მერცხალის” შეხვედრას ამ დღეს გულშემატკივართან ერთად ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა და “საქნახშირი ჯი აი ჯი ჯგუფის” წარმომადგენლები დაესწრნენ.
“მეშახტემ” ახალი სეზონი წელს ახალი ეკიპირებით დაიწყო. ფორმები ფეხბურთელებისთვის “საქნახშირი ჯი აი ჯი ჯგუფმა” შეიძინა.

თეონა ჯანელიძე

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *