ტყიბულის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების 2017-2018 სასწავლო წლის კურსდამთავრებულებიდან ერთიან ეროვნულ გამოცდებში 100% -იანი სახელმწიფო გრანტი ხუთმა მოსწავლემ მოიპოვა და უმაღლეს სასწავლებელში ჩაირიცხა.

100% -იანი გრანტის მფლობელ სტუდენტებს მუნიციპალიტეტის მერიაში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები შეხვდენ, მათ სტუდენტობის დაწყება მიულოცეს და ცხოვრების ახალ ასპარეზზე წარმატებები უსურვეს, ასევე ისინი სპეციალური პრიზებით დააჯილდოეს. –

„ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერმა, თემურ ჩუბინიძემ, საკრებულოს თავმჯდომარემ, ნატალია კობახიძემ, ტყიბულის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსმა, ირინე კორძაიამ და მერის მოადგილემ, სოფიო ბოჭორიშვილმა, ტყიბულის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლის, იმ ხუთ კურსდამთავრებულს, რომელმაც უმაღლეს სასწავლებელში 100%-იანი გრანტი მოიპოვეს, ცხოვრების ახალ ასპარეზზე წარმატებები უსურვეს და სპეციალური პრიზებით დააჯილდოვეს. 100%-იანი გრანტის მქონე სტუდენტებს მუნიციპალიტეტისგან, სიგელები და ფულადი ჯილდო, 200-200 ლარი გადეცათ.

წელს ერთიან ეროვნულ გამოცედებში 100%-იანი გრანტი მოიპოვეს: 1. ლამარა მიქაბერიძე – ტყიბულის №6 საჯარო სკოლა; 2. ანი კახიძე – ტყიბულის №6 საჯარო სკოლა 3. ქეთევან ჭანტურიძე – ტყიბულის №1 საჯარო სკოლა; 4. ზურაბ მიქიაშვილი -ტყიბულის №1 საჯარო სკოლა; 5. ლადო მესხი – ტყიბულის №6 საჯარო სკოლა.

მერიის ინიციატივა, მიზნად ისახავს მოსწავლე-ახალგაზრდებში სწავლის მოტივაციის ამაღლებას, მათ წახალისებასა და განათლების ხელშეწყობას.“ ნათქვამია მუნიციპალიტეის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.