7 წლის წინ მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად ტყიბულელი მიშიკო ბახუტაშვილი ინვალიდის ეტლსაა მიჯაჭვული. 21 წლის ახალგაზრდა წლების წინ მიღებული ტრავმის შედეგად სახლის კედლებს იშვიათად ცილდება. მიშიკოს სრული რეაბილიტაციისათვის საჭირო ფინანსების მიძიება ოჯახმა დღემდე ვერ შეძლო, თუმცა გულისხმიერი ადამიანების გამოჩენის იმედი მათ მაინც არ დაუკარგავთ. ოპტიმიზმის საფუძველს კი ის მცირედი ყურადღება აძლევთ, რასაც ხშირად უცნობი ადამიანების მხრიდან გრძნობენ.

ნათია მურუსიძე

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *