ტყიბულში მინდელის სახელობის შახტში დღეს გერმანელი და ქართველი ექსპერტები მივიდნენ.

ექსპერტთა ჯგუფი შახტის ადმინისტრაციაში „კომპანია საქნახშირი ჯი-აი-ჯი“ ჯგუფის ხელმძღვანელობასთან ერთად სამუშაოების უსაფრთხო წარმოების დოკუმენტაციას ეცნობიან.

ექსპერტებთან შეხვედრას ესწრებოდნენ ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერი თემურ ჩუბინიძე და მერის მოადგილე გიორგი ლომთაძე. ექსპერტთა ჯგუფის შახტში ჩასვლა ხვალისთვის იგეგმება.