საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების 100 წლის იუბილესთან დაკავშირებული ღონისძიების ფარგლებში

18 ნოემბრეს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა,მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა,ბიჭვნთისა და ცხუმ აფხაზეთის მიტროპოლიტმა,უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ წმინდა სამების საკათედრო ტაძარში დალოცა საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების მოხალისეები, თანამშრომლები, ბენეფიციარები,პარტნიორები და ორგანიზაციის ყველა მხარდამჭერი.

ამდღეს თბილისში წმინდა სამების საკათედრო ტაძარში ტყიბულიდან ჩავიდნენ და პატრიარქის დალოცვას ესწრებოდნენ,საქართველოს წითელი ჯვრის ტყიბულის ორგანიზაციის წევრები და მოხალისეები.

საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება არის მსოფლიოს უდიდესი ჰუმანიტარული ქსელის წითელი ჯვრის და წითელი ნახევარმთვარის საერთაშორისო მოძრაობის წევრი, მას უმნიშვნელოვანესი მისია აკისრია, ეხმარება უმწეო ადამიანებს საგანგებო სიტუაციებითა და სოცილურ-ეკონომიკური კრიზისით გამოწვეული შედეგების დაძლევაში,მათი სიცოცხლისა და ღირსების დაცვით და ორიენტირებულია ადამიანთა ტანჯვის შემსუბუქებაზე.

საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება საქართველოში თავის საქმიანობას ახორციელებს როგორც საერთაშორისო, ასევე ადგილობრივი პარტნიორების მხარდაჭერით.