დღეს 16 საატზე ტყიბულის მინდელის სახელობის შახტის ნულოვან ჰორიზონტზე მოპოვებული ნახშირის ტრანსპორტირებისას დაიღუპა შახტის უფროსის მოადგილე ტარიელ ქასრაშვილი.

საწარმოს ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით შეიქმნა მიზეზების დამდგენი კომისია, რომელიც ადგილზე მუშაობს და მიმდინარეობს მოკვლევა. ამ დროისათვის გარდაცვლილს ექსპერტიზა ქუთაისის პროზექტურაში უტარდება.

კომპანია “საქნახშირის” ადმინისტრაცია და შრომითი კოლექტივი მწუხარებას გამოთქვამს და უთანაგრძნობს გარდაცვლილის ოჯახს.

„ საქნახშირი“ და შესაბამისი სადაზღ ვევო კომპანია უბედურ შემთხვევასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურებას საკუთარ თავზე იღებენ .

ელისო ჭანტურიძე

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *