„ტყიბულის რაიონის განვითარების ფონდში“ TDDF-ის „ახალგაზრდების გამოწვევის“

პროექტის მონაწილეებისა და სხვა დაინტერესებული ახალგაზრდებისთვის, ინტერნეტისა და სოციალური მედიის გამოყენების საკითხებზე ტრენინგი გაიმართა.

ტრენინგი ტყიბულის რაიონის განვითარების ფონდისა და აღმოსავლეთ ევროპის ცენტრი მრავალპარტიული დემოკრატიისთვის EECMD-ის უკვე ტრადიციად ჩამოყალიბებული თანამშრომლობის ფარგლებში ჩატარდა.

შეხვედრას ქუთაისის დემოკრატიული სკოლის კოორდინატორი თემურ ჯვარშეიშვილი უძღვებოდა.
ქუთაისის დემოკრატიული სკოლის ორგანიზებით ტრენინგი ტყიბულში მიმდინარე წელს უკვე მეორედ გაიმართა.

როგორც ორგანიზატორები აცხადებენ, მათი თანამშრომლობის ფარგლებში საინტერესო და მნიშვნელოვან საკითხებზე ტყიბულელი მოსწავლეებისთვის და ახალგაზრდებისთვის მსგავსი შეხვედრები მომავალ წელსაც გაიმართება.