ს.ს. ,,საქართველოს რკინიგზის“ ფილიალის ტყიბულის სერვის ცენტრის ინფორმაციით, მიმდინარე წლის 9 დეკემბრიდან,

სამგზავრო მატარებელი ქუთაისი-ტყიბული №6323/6324 განახლებული გრაფიკით იმოძრავებს.

აღნიშნული მატარებლის მოძრაობაში აღდგა ტყიბულიდან ქუთაისის მიმართულებით შუადღის რეისი.

სამგზავრო მატარებელი ტყიბულის ცენტრალური რკინიგზის სადგურიდან ქუთაისის მიმართულებით გადის დილით 05:30 სთ-ზე და შუადღეს 13:05 სთ-ზე.

ქუთაისის რკინიგზის სადგური II-დან(ბალახვანი) ტყიბულის მიმართულებით გადის დილით 09:30 სთ-ზე და საღამოს 18:10 სთ-ზე.

საქართველსო რკინიგზა ბედნიერ მგზავრობას გისურვებთ.