ტყიბულისა და თერჯოლის გაერთიანებული ოლქის მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს წევრების ნიკა წიქრიძის და მარიამ გაბრიაძის

ა.ა.ი.პ ტყიბულის მუნიციპალიტეტის კულტურის ობიექტების გაერთიანების ხელმძღვანელთან თამარ ლაფერაძესთან აქტიური თანამშრომლობით ტყიბულში პროექტი „ მოგზაურთა ახალგაზრდული ბანაკი – წეროები“ განხორციელდა.

პროექტის ორგანიზატორების ინფორმაციით – „მოგზაურთა ახალგაზრდული ბანაკი წეროების“ მიზნები შემდეგი იყო:

• მუნიციპალიტეტის მასშტაბით კლასგარეშე აქტივობებისა და პროგრამების შემუშავების წახალისება.
• ადგილობრივი ტურისტული პოტენციალის გამოვლენა, საზოგადოებისთვის უცნობი და საინტერესო ტურისტული ადგილების აღმოჩენა და მასზე აპელირება.
• მოსწავლეებისთვის სკაუტური და ლიდერული უნარ-ჩვევების გაცნობა და ათვისება.
• ცხოვრების ჯანსაღი წესის პროპაგანდა.
• გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლება.

მიზნებიდან გამომდინარე პროექტი მოიცავდა შემდეგ აქტივობებს:
• ტრენინგები ტურიზმზე, ლაშქრობასა და სკაუტიზმზე.
• პრაქტიკულ მასტერკლასებს.
• ფილმის ჩვენებებს.
• ფოტო და ვიდეობლოგებს.
• დასუფთავების აქციებს.
• ლაშქრობებს ტყიბულის მუნიციპალიტეტის სხვადასხვა ტურისტულ ობიექტებზე.

ღონისძიებაში ჩართული იყვნენ ტყიბულის საჯარო სკოლების სხვადასხვა საფეხურის მოსწავლეები.

პროექტის ფარგლებში შეძენილი იქნა სკაუტური ბანაკისთვის საჭირო სალაშქრო აღჭურვილობა და სხვა ნივთები: ჰამაკები, ქვეშაგებები, ფარნები, სამაგიდო თამაშები, სპორტული თამაშების ინვენტარი , მობილური ტრენინგებისთვის საჭირო მასალები და სხვა. აღნიშნული ინვენტარი პროექტის დასრულების შემდეგ საჩუქრად გადაეცემა ა.ა.ი.პ. ტყიბული მუნიციპალიტეტის კულტურის ობიექტების გაერთიანებას.

პროექტი დაფინანსდა არასამთავრობო ორგანიზაცია Iris Group – Managing Diversity-ის მიერ გამოცხადებული ალუმნი პროექტების გრანტების კონკურსში მოპოვებული ფულადი სახსრებით. სწორედ აღნიშნული ორგანიზაციის ალუმნი გახლავთ ნიკა წიქრიძე, რომელმაც საგრანტო განაცხადი დაარეგისტრირა.

აღნიშნული ღონისძიებები კამპანია „Choose Tkibuli-აირჩიე ტყუბული“-ს ფარგლებში ხორიცელდება და ეს პროექტის მხოლოდ პირველი ეტაპია, აქტივობები გაგრძელდება 2019 წელსაც.აცხადებენ ღონისძიების ორგანიზატორები.