მეშახტეებს ხელფასები დაერიცხათ.

დღეს ტყიბულში მინდელის შახტთან მეშახტეებმა ხელფასების 5 დღით დაგვიანების გამო საპროტესტო აქცია გამართეს.

როგორც „ოკრიბანიუს“ მეშახტეებმა განუცხადეს, დღევანდელი აქციის დასრულებისთანავე მათ კუთვნილი ხელფასები დაერიცხათ. ისინი კომპანიას მადლობას უხდიან, რომ მათ მოთხოვნაზე რეაგირება დროულად მოახდინეს.

მეშახტეები აქციაზე ასევე ხელისუფლებას მიმართავდნენ, რომ შახტში აღდგეს საწარმო პროცესი და მათ შეძლონ შახტში მუშაობა.

ტყიბულის შახტაში საწარმო პროცესი მიმდინარე წლის 16 ივლისის უბედური შემთხვევის შემდეგ პრემიერ მინისტრის ბრძანებით შეწყდა და ამ დრომდე შეჩერებულია. როგორც ამბობენ, შახტში საწარმო პროცესი გერმანელი ექსპერტების დასკვნის შემდეგ აღდგება.