ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულომ 25 დეკემბერს, საკრებულოს სხდომაზე მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტის საკითხზე იმსჯელა,

რომელიც საბოლოოდ დამტკიცეს 6 მილიონ 918 ათასი ლარით. რომლის გაზრდაც შემოსულებებით წლის მანძილზე 4 მილიონ 500 ათასი ლარით იგეგმება.

როგორც საკრებულოში ამბობენ გასულ წელთან შედარებით მომდევნო 2019 წლის ბიუჯეტი 1 მილიონ 418 ათასი ლარით იქნება გაზრდილი.

ტყიბულის მუნიციპალიტეტის მომავალი წლის ბიუჯეტში ძირითადი პრიორიტეტებია – ინფრასტრუქტურის მშენებლობა და რეაბილიტაცია, გზებისა და ხიდების მშენებლობა, გარეგანათება.

სკოლამდელი განათლება, საბავშვო ბაღების ფუნქციონირებისათვის საჭირო ხარჯების დაფინანსება.

კულტურისა და სპორტის განვითარების ხელშეწყობა,მოსახლეობის ჯამრთელობის დაცვა და სოცილაური უზრუნველყოფა,სოციალური პროგრამების დაფინანსება.

უფასო სასადილო და სოციალური სამრეცხაო,სამედიცინო დახმარების პროგრამა(საოპერაციო სამკურნალო თანაგადახდა),შშმ პირების სოციალური დაცვა.

ამავე სხდომაზე განიხილეს და საკრებულომ დაამტკიცა საკრებულოს კომისიის და ფრაქციის თავმჯდომარეების ხელფასების 10 პროცენტით გაზრდა.ხელფასი არგაზრდია საკრებულოს აპარატის წევრებს და საკრებულოს თავმჯდომარეს.

საკრებულოს აღნიშნულმა გადაწყვეტილებამ ადგილობრივების გაღიზიანება გამოიწვია და ამსაკითხს სოციალურ ქსელში კრიტიკით გამოეხმაურნენ. ისინი ამბობენ რომ როდესაც მუნიციპალიტეტში უკიდურესად მძიმე სოციაური ფონია თანამდებობის პირები ხელფას არუნდა იმატებდნენ.

საკრებულოში კი განმარტავენ რომ ხელფასები საკრებულოს წევრ თანამდებობის პირებს კანონის სრული დაცვით გაეზარდათ.

ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულო ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე 25 დეკემბრის საკრებულოს სხდომის შესახებ განცხადებას აქვეყნებს,რომელსაც უცვლელად გთავაზობთ –

„ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოში, წარმომადგენლობითი ორგანოს თავმჯდომარის, ნატალია კობახიძის ხელმძღვანელობით მორიგი გეგმიური სხდომა გაიმართა. სხდომას აგრეთვე ესწრებოდა ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერი თემურ ჩუბინიძე.

სხდომაზე დეპუტატებმა იმსჯელეს დღის წესრიგით წარმოდგენილი ექვსი საკითხის შესახებ და ერთხმად მხარი დაუჭირეს.
1. ტყიბულის მუნიციპალიტეტის 2019 წლის პროგრამული ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ.
2. ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა და საკრებულოს აპარატის მოსამსახურეთა რანგირების, საშტატო ნუსხისა და თანამდებობრივი სარგოების დამტკიცების შესახებ.
3. ტყიბულის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტიდან განსახორციელებელი მუნიციპალური სოციალური პროგრამისა და სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ
4. ინფორმაცია, ტყიბულის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტიდან განხორციელებული მუნიციპალური სოციალური პროგრამის შესრულების შესახებ
5. ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის სამუშაო გეგმის დამტკიცების შესახებ.
6. რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ტყიბულის მუნიციპალიტეტში 2019 წელს დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების მოწონების შესახებ.“ ნათქვამია საკრებულოს განცხადებაში.

ფოტო საკრებულოს ოფიციალური ფეისბუქგვერდიდან.