27 იანვარს სამოციქულო ეკლესია წმინდა ნინო განმანათლებლის ხსენებას აღნიშნავს.

კაბადოკიელი ქალწული წმინდა ნინო დიდმოწამე გიორგის ახლო ნათესავად ეკუთვნოდა. იგი სახელგანთქმული პატიოსანი მშობლების, რომის მხედართმთავრის ზებულონისა და იერუსალიმის პატრიარქის იუბენალის დის სოსანას ერთადდერთი ასული იყო.

ნინომ თავისი აღმზრდელისაგან შეიტყო თუ როგორ მოხვდა ქრისტეს კვართი წარმართთა ქვეყანაში _ საქართველოში. ამ დღიდან ნინო გულმხურვალედ ევედრებოდა ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს, რომ საქართველოს ნახვისა და ამ პერანგის თაყვანისცემის ღირსი გაეხადა.

ყოვლადწმინდა ქალწულმა შეისმინა მისი ვედრება, სიზმარში გამოეცხადა და უთხრა: “წადით ჩემს წილხვედრ საქართველოში, იქ იქადაგე სახარება უფლისა იესო ქრისტესი, მოიპოვებ მისგან მადლს და მე ვიქნები შენი მფარველი.”

მოციქულთასწორის ღვაწლით საქართველოში განმტკიცდა ქრისტიანობა. წმინდანის სურვილისამებრ მისი პატიოსანი გვამი ბოდბეში დაფლეს, შემდეგ მის საფლავზე მირიან მეფემ წმინდა გიორგის სახელობის ტაძარი ააგო.

ნათია მურუსიძე

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *