ტყიბულში ავტოსაგზაო შემთხვევას ახალგაზრდა მამაკაცი ემსხვერპლა.

ავტოსაგზაო შემთხვევა გუშინ, გვიან ღამით, ტყიბულში გამსახურდიას ქუჩაზე მოხდა.

ადგილობრივების ინფორმაციით, სწრაფად მოძრავი ავტომანქანა ახალგაზრდა მამაკაცს დაეჯახა, რომელიც ადგილზევე გარდაიცვალა.

მათივე ინფორმაციით სამი ახალგაზრდა უბანში გადაადგილდებოდა, ერთ-ერთს მსუბუქი ავტომანქანა იმ დროს დაეჯახა, როდესაც საკუთარ ბინასთან იმყოფებოდა.

“ოკრიბანიუს“ შსს-ში განუცხადეს რომ ავტომანქანის მძღოლი დადგენილია და საგამოძიებო მოქმედებები 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით მიმდინარეობს.