ნათლისღება ახალი აღთქმის ერთ-ერთი უმთავრესი საიდუმლოა, ამ დღესასწაულს მართლმადიდებელი ეკლესია 19 იანვარს აღნიშნავს

ნათლისღება ეს არის დღე, როცა უფალმა ჩვენმა იესო ქრისტემ მდინარე იორდანეში სიმდაბლით იოანე ნათლისმცემლისაგან ნათელიღო და წყალი ხრწნილებისაგან განწმინდა. ნათლისღებისას სულიწმინდის საიდუმლო მოქმედებით ქრისტიანი ქრისტეს სხეულს, ეკლესიას უერთდება. საიდუმლო კი მადლის უხილავ მოქმედებაში მდგომარეობს: წყალი სხეულს განწმენდს, სულიწმინდა კი გონებისათვის მიუწვდომლად თვით სულს განბანს. ამ დღეს ღვთის განცხადება ეწოდება, რადგან სწორედ მაშინ განცხადდა პირველად სამება _ ძე ნათელს იღებდა, სულიწმინდა მტრედის სახით ჩანდა, ხოლო ციდან ისმოდა მამის ხმა: “ესე არს ძე ჩემი საყვარელი, რომელ მე სათნო ვიყავ”.
ნათლისღების დღესასწაულზე ტყიბულის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში საზეიმო ღვთისმსახურება აღესრულა, რის შემდეგაც წყლის კურთხევის რიტუალიც ჩატარდა. ამ წყლისადმი ქრისტიანებს განსაკუთრებული სასოება აქვთ, მას მთელი წლის განმავლობაში ინაწილებენ და ყოველ დილით, როცა უფლის სისხლსა და ხორცს არ ეზიარებიან, დიდი აიაზმის წყალს მოსვამენ, რათა სულიერად არ მოუძლურდნენ.

ნათია მურუსიძე

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *