ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედუბანში ახალი წლის დადგომას იულია გვენეტაძე-გოჩელაშვილი საუკუნოვანი იუბილით შეხვდა.

100 წლისნი არსებობის დასტური მისი პირადობის მოწმობაა, თუმცა ამ ხანდაზმულ ქალბატონთან ურთიერთობის შემდეგ ნებისმიერი ადამიანი სასიამოვნოდ გაოცებული დარჩება. შესაშური აზროვნებისა და გონების და უნიკალური მეხსიერების პატრონი მხოლოდ თვალის ჩინის დაკარგვას უჩივის.

იულია ბებიას მეუღლე ორი წლის წინ გარდაეცვალა. ცოლ-ქმარს საკუთარი შვილი არ ჰყოლია, თუმცა განაყოფი ბიძაშვილის მრავალშვილიანი ოჯახიდან 9 წლის გოგონა წამოიყვანეს და აღზარდეს. ქალბატონი თინა უკვე სამოცი წლისაა და განსაკუთრებული დედა-შვილური მზრუნველობით უხანგრძლივებს სიცოცხლეს ნაამაგარ დედობილს.

საუკუნოვანი არსებობისათვის იულია ბებიამ ხელისუფლების მიერ 100 ლარიანი საჩუქარიც მიიღო.

ნათია მურუსიძე

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *