ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით – ტყიბულის მუნიციპალიტეტში, მთის ტურიზმის და ორგანული სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპული პროექტის ,,(GRETA)“-ს განხორციელბა იგეგმება.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, მუნიციპალიტეტის მერი თემურ ჩუბინიძე და საკრებულოს თავმჯდომარე ნატალია კობახიძე, პროექტ ,,GRETA“- ს ხელმძღანელს, კარლ როპერტს და ავსტრიის სააგენტოს წარმომადგენლებს შეხვდენენ, რომლებმაც წარმოადგინეს ხედვა პროექტის ძირითად მიმართულებებზე.

ევროკავშირის, შვედეთის და ავსტრიის ერთობლივი პროექტი, რომლის საერთო ღირებულება 6,8 მილიონ ევროს შეადგენს, 4 წელზეა გთვლილი და ის ზემო სვანეთის, რაჭა – ლეჩხუმის, ქვემო სვანეთისა და იმერეთის რეგიონების განვითარებას შეუწყობს ხელს.

სამთო ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის მიზნით, პროექტი ითვალისწინებს, ადგილობრივი მიმწოდებლებისთვის ტურისტული სერვისების მიწოდების ეროვნული ხარისხის სტანდარტებისა და კონტროლის სისტემის ჩამოყალიბებას. შემუშავებული სტანდარტების საფუძველზე სასტუმროებისა და სამთო/სამოგზაურო გიდების სერტიფიცირებას.

ორგანული სოფლის მეურნეობის განვითარების ფარგლებში, პროექტი ითვალისწინებს, საქართველოს ორგანული სოფლის მეურნეობის კანონმდებლობის ჰარმონიზებას ევროკავშირის ორგანულ სოფლის მეურნეობის კანონმდებლობასთან, შიდა კონტროლის სისტემის ჩამოყალიბებას, ორგანული სოფლის მეურნეობით დაკავებული ან დაინტერესებული ფერმერული კოოპერატივების გაძლიერებას.

პროექტის შემუშავება მოხდა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან მჭიდრო თანამშრომლობის ფარგლებში.

შეხვედრას, ასევე ესწრებოდნენ, მერის მოდგილე სოფიო ბოჭორიშვილი, მერის თანაშემწე ზაზა გოჩელაშვილი, ტყიბული-თერჯოლის მაჟორიტარი დეპუტატის, ელგუჯა გოცირიძის ბიუროს , კულტურისა და ტურიზმის სფეროების წარმომადგენლები. – ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.