ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ტყიბულში, ქალაქის გასასვლეში ყოფილ საავადმყოფოსთან ავტომანქანა ხეს შეეჯახა.

შემთხვევის შედეგად 55 წლამდე მამაკაცი გარდაიცვალა, 2 მამაკაცი დაშავდა, რომლებიც სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ტყიბულის საავადმყოფოში გადაიყვანა, სადაც მათ ადგილობრივმა ექიმებმა პირველადი დახმარება გაუწიეს.
რის შემდეგაც დაშავებულები რიანიმობილით ქუთაისში ინტერვენციული დახმარების ცენტრში გადაიყვანეს.

გარდაცვლილი მამაკაცი ქუთაისის პროზექტურაში გადაასვენეს ექსპერტიზის ჩასატარებლად.

როგორც შსს-ში „ოკრიბანიუს“ განუცხადეს ფაქტზე გამოძიება 276-ე მუხლის მე 5 ნაწილით დაიწყო.