საკვებისა სიმწირე და ტანისამოსის ნაკლებობა, დაზიანებული სახლი და სახურავი, დაბზარული კედლები და ელემენტარული საყოფაცხოვრებო ნივთების არ არსებობა, ამ უმძიმეს პირობებში უწევს ცხოვრება მუხურაში ქურციკიძეების ექვს შვილიან ოჯახს.

ოჯახს რომელსაც თვიდან-თვემდე თავი მხოლოდ სოციაური დახმარებით გააქვს.

მრავალშვილიან ოჯახს მცირე მიწის ნაკვეთიც გააჩნია, რომელსაც ამუშავებენ კიდეც, მაგრამ სიმინდის მოსავალი წლიდან-წლამდე მათთვის საკმარისი არ არის. ასევე ჰყავთ მეწველი ძროხა, თუმცა, ისიც საზიარო.

სიდუხჭირისა და მძიმე საცხოვრებელი პირობების მიუხედავად, ბავშვებისთვის სწავლა პრიორიტეტია, ამიტომ სკოლიდან დაბრუნებულები მეცადინეობას დამოუკიდებლად იწყებენ და ხშირ შემთხვევაში მომდევნო დღის გაკვეთილებსაც ამზადებენ. თამაშისთვის კი ისინი მას შემდეგ იცლიან, რაც სახლის საქმეებს და დედის დახმარებას მორჩებიან.

მრავალშვილიან დედას, რომელსაც უფროსი შვილი 13 წლის ჰყავს ხოლო უმცროსი 11 თვის, ერთადერთი სურვილი აქვს, მის შვილებს ჯანმრთელობა არ მოაკლდეს და მათ ქონდეთ ის საჭირო ელემენტარული პირობები რომელიც ცხოვრებისთვის არის აუცილებელი.

ელისო ჭანტურიძე

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *