ტყიბულში,საავადმყოფოში დღეს 16 მოსწავლე შეიყვანეს.

როგორც “ოკრიბანიუს” ტყიბულის კლინიკის ადმინისტრაციაში განუცხადეს, კლინიკაში ტყიბულის N1 საჯარო სკოლის 16 მოსწავლე დაუდგენელი ალერგიის დიაგნოზით მოათავსეს. ექიმების ინფორმაციით, მათი მდგომარეობა მძიმე არაა.

„მოსწავლეებს პირველადი გადაუდებელი დახმარება ადგილობრივმა ექიმებმა ჩაუტარეს , რის შემდეგაც არასრულწლოვნები კლინიკიდან გაწერეს“, – აცხადებენ კლინიკაში.