31 დეკემბერს საღამოს ტყიბულის მუნიციპალური თეატრის სცენაზე საახალწლო კონცერტი გაიმართა.
საზეიმო განწყობა იგრძნობოდა, როგორც შენობაში, ისე თეატრის გარეთ მყოფ ტყიბულელებს შორის.
2014 წლის შემობრძანება განსაკუთრებული ხალისით სცენიდან მიულოცეს თანაქალაქელებს დედა_შვილმა ფიფქიებმა.

საკონცერტო პროგრამა მთლიანად ოცამდე ენერგიული და ემოციური ნომრებით იყო დატვირთული. ახალი კოსტიუმებით გალამაზებული სანახაობა შესთავაზეს მაყურებელს ტყიბულში მოქმედმა ქორეოგრაფიულმა კოლექტივებმა, შესრულდა არა ერთი ახალი ცეკვა თუ კომპოზიცია. ახალი წელი მიულოცეს საკუთარი შემოქმედებით დარბაზში მსხდომ თანაქალაქელებს ყველასათვის საყვარელმა ვოკალურმა ანსამბლებმა. ღონისძიების წამყვანი მაია ბრეგაძე დარბაზის განწყობის ამაღლებაზე ზრუნავდა და დროდადრო საახალწლო შეძახილებით ამხნევებდა მაყურებელს.
საახალწლო კონცერტს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა ხელმძღვანელებიც ესწრებოდნენ და თითოეული ტყიბულელის სადღესასწაულო განწყობას ისინიც შეუერთდნენ.
2014 წლის დადგომამდე საახალწლო კონცერტის დასრულების შემდეგ ტყიბულის ზეცა გრანდიოზულმა ფოიერვერკმა გაალამაზა.

ნათია მურუსიძე

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *