არასამთავრობო ორგანიზაცია „ტყიბულის რაიონის განვითარების ფონდმა“,

ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის – „პარტნიორობა ჩართულობითი პოლიტიკის შესაქმნელად” ფარგლებში მიღებული დაფინანსებითა და ტყიბულის მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით, ტყიბულის მუნიციპალიტეტში ხანდაზმულთა შინმოვლის სერვისის განხორციელება დაიწყო.

პროექტის ფარგლებში, 30 ბენეფიციარს, თვეში ოთხჯერადი ინტენსივობით გაეწევა საყოფაცხოვრებო და ჰიგიენური პირობების გაუმჯობესების, საკონსულტაციო, ფსიქოლოგიური მხარდაჭერისა და სოციალური მომსახურებების კომპლექსი.

პროექტის მიზანია ტყიბულის მუნიციპალიტეტში მცხოვრები მარტოხელა და მარტო მცხოვრები ხანდაზმულებისთვის თბილი, უსაფრთხო და ღირსეული პირობების შექმნა, მათთვის შინ მოვლის სერვისის მიწოდებით.

მიმდინარე წლის 3 ივნისს ტყიბულის რაიონის განვითარების ფონდის ოფისში სერვისის დაწყებასთან დაკავშირებით საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე პროექტში მოხალისეობრივად ჩართვის მსურველი ახალგაზრდები, ადგილობრივი თვითმმართველობის, სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

პროექტი „პარტნიორობა ჩართულობითი პოლიტიკის შესაქმნელად” დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ, მას ახორციელებს ASB საქართველო პარტნიორ ორგანიზაციებთან საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი “აფხაზეთი” (CHCA) და Kakheti Regional Development Foundation (KRDF) (KRDF) ერთად.