ტყიბულში სოფელ ძიროვნის ტყეში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია,

აღნიშნულ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანაგებო სიტუაციების მართვის სამასხური ავრცელებს – შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიულ მართვის ცენტრ – „112“-ში შემოვიდა შეტყობინება, ტყიბულში სოფელ ძიროვნის ტყეში გაჩენილი ხანძრის შესახებ. ცეცხლი ფოთლოვანი ტყის ქვედა საფარს და ბუჩქნარს გაუჩნდა.

მეხანძრე-მაშველთა ჯგუფები დაუყოვნებლივ გავიდნენ შემთხვევის ადგილზე. მათი სწრაფი რეაგირების შედეგად, ხანძარი არ გავრცელდა ფართო ტერიტორიაზე.ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.

ადგილზე მუშაობდნენ ტყიბულის და ქუთაისის სახანძრო-სამაშველო ჯგუფები. ხანძრის ქრობის პროცესში ჩართული იყო სამი ავტოცისტერნა, ორი სამაშველო ავტომობილი და 20 მეხანძრე მაშველი.ნათქვამია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებში.