საქართველოში აშშ-ს ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ელიზაბეთ რუდი თანამემამულეებს მოუწოდებს, ზაფხული საქართველოში გაატარონ.

„ყველაზე მეტად საქართველოს ბუნებრივი სილამაზე მიყვარს. საქართველოს სუნთქვისშემკვრელ პეიზაჟებს მხოლოდ მისი ისტორიულ-კულტურული სიმდიდრე და ქართველი ხალხის სტუმართმოყვარეობა თუ შეედრება. მოდით, გაატარეთ ზაფხული საქართველოში და თავად დარწმუნდით!” ელისაბეთ რუდის მიმართვას და ფოტოებს,საქართველოში აშშ-ს საელჩოს ოფიციალური ფეისბუქ გვერდი ავრცელებს.