ტყიბულში თვალის კლინიკა “აილაინი“ ფუნქცინირებს,სადაც პაციენტიებს შეუძლიათ ჩაიტარონ გამოკვლევა და გაიარონ კონსულტაცია ექიმ ოფთალმოლოგთან.

ასევე კლინიკაში შესაძლებელია კატარაქტის მკურნალობა უახლესი, უნაკერო ფაკოემულსიფიკაციის მეთოდით.

კლინიკის ინფორმაციით ყველა ფილიალში პენსიონერებისთვის პირველადი კონსულტაცია სრულიად უფასოა.

როგორც კლინიკაში აცხადებენ განსაკუთრებული შეთავაზება 60 წელს ზემოთ ასაკის მოქალაქეებისთვისაა – თვალის სრული გამოკვლევა სრულიად უფასოდ.
როგორც ცნობილია,თვალის დაავადებების დიდი ნაწილი 60 წელს გადაცილებულ ადამიანებში იჩენს თავს.
ამ მიზეზით თვალის კლინიკა “აილაინი” გთავაზობთ უფასოდ ჩაიტაროთ შემდეგი გამოკვლევები,რეფრაქტომეტრია,უკონტაქტო ტონომეტრია,ბიომიკროსკოპია,თვალის ექოსკოპია,თვალის ოპტიკურ-კოჰერენტული ტომოგრაფია (OCT),თვალის ფსკერის სრული გამოკვლევა,აქცია მოქმედებს მხოლოდ პირველადი კონსულტაციის შემთხვევაში,ამბობენ კლინიკაში.

თვალის კლინიკა “აილაინის” ტყიბულის ფილიალში კონსულტაციებს ატარებს კლინიკის ერთ-ერთი წარმატებული ექიმ-ოფთალმოლოგი მიხეილ შენგელია. სადაც პაციენტების მიღება ყოველ სამშაბათს და ხუთშაბათს 10-00 დან 17-00 საათამდე მიმდინარეობს.

ექიმთან ვიზიტისთვის და კონსულტაციისთვის აუცილებელია კლინიკაში წინასწარ დარეკვა და ჩაწერა ტელეფონის ნომერზე 595 65 80 59 კლინიკის მისამართია – ტყიბული, გამსახურდიას ქ N51

ფოტოზე ექიმ-ოფთალმოლოგი მიხეილ შენგელია პაციანტთან ერთად

ფოტოები, თვალის კლინიკა “აილაინის” ოფიცილაური ფეისბუქგვერდიდან.