ტყიბულის მუნიციპალიტეტში, გელათის სამონასტრო კომპლექსთან მისასვლელი ძველი გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში განსაზღვრულია ისტორიული გზის (ე.წ. ,,დავითის გზა“) კეთილმოწყობა შემდეგ საზღვრებში: გელათის მონასტრის აღმოსავლეთის კარიბჭის სამხრეთ-აღმოსავლეთიდან დაწყებული, გალავანსა და სასაფლაოს შორის და მონასტრის სამხრეთ კარიბჭის გავლით არსებულ დასახლებულ უბნამდე 682 გრძ.მეტრზე საფეხმავლო ბილიკის ქვის ფილებით მოპირკეთება, ხოლო 1000 გრძ/მეტრზე ბეტონის საფარიანი არმირებული საავტომობილო გზის დაგება.

პროექტის მიმდინარეობით ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერი დაინტერესდა, რომელიც ადგილზე გაეცნო არსებულ სამუშაოებს. თემურ ჩუბინიძემ დასრულებული გაბიონები, საყრდენი კედლები და სანიაღვრე არხებიც დაათვალიერა. აღნიშნულ მონაკვეთზე, გზის რეაბილიტაციის პარალელულად, ასევეა დაგეგმილი გარე განათებების მოწყობა, ფანჩატურებისა და ძელ- სკამების განთავსება.

,,დავითის გზის“ რეაბილიტაცია რეგიონებში განსახორიელებელი პროექტების ფონდის დაფინანსებით ხორციელდება, რომლის საერთო ღირებულება – 1 113 662 ლარს შეადგენს. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შ.პ.ს. „გზამშენი XXI“ ახორციელებს.ნათქვამია ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.