ხანდაზმულთა შინმოვლის პროექტში,რომელიც ტყიბულის მუნიციპალიტეტში ფუნქციონირებს, სერვის ჯგუფთან ერთად რამდენიმე დღის მანძილზე მოხალისედ თვალის კლინიკა „აილაინი“ს ოფთალმოლოგი მიხეილ შენგელია ჩაერთო.

ექიმი ბენეფიციარებთან ბინაზე მივიდა და გაუწია მათ კონსულტირება,ასევე რამდენიმე ბენეფიციარს ტყიბულის ფილიალის კლინიკაში მოემსახურა.კლინიკა პოროექტის მიმდინარეობის მანძილზე საჭიროების შემთხვავაში მზად არის კონსულტაცია გაუწიოს პროექტის ბენეფიციარებს,როგორც ბინაზე ასევე კლინიკაში.

როგორც „ტყიბულის რაიონის განვითარების ფონდში“ აცხადებან -„ ხანდაზმულთა შინმოვლის სერვისში მოხალისეებთან ერთად დაწესებულებებიც ერთვებიან!

მიმდინარე თვეში სერვისის განხორციელებაში თვალის კლინიკა “აილაინის” ტყიბულის ფილიალი ჩაერთო. წარმოგიდგენთ კლინიკის ექიმ-ოფთალმოლოგის მიხეილ შენგელიას მიერ პროექტის ბენეფიციარებისათვის გაწეული კონსულტირების ანგარიშს 09.07.2019-16.07.2019 ის ჩათვლით.

სულ კონსულტირებული იყო 21 ბენეფიციარი. მათ შორის : 16 ბენეფიციარი ბინაზე,4 ბენეფიციარი ადგილზე კლინიკაში,1 ბენეფიციარი როგორც ბინაზე, ასევე კლინიკაში.
აღნიშნული ბენეფიციარებიდან 8 ცხოვრობს ქ. ტყიბულში,13 ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფლებში.

ბენეფიციარებისათვის მიწოდებული სერვისი მოიცავდა ოფთალმოლოგის გასინჯვას, დიაგნოზის დასმას, დანიშნულების მიცემას, რეკომენდაციებს დამატებით კვლევებთან, კონსერვატიულ და ქირურგიულ მკურნალობასთან დაკავშირებით.“

ტყიბულის რაიონის განვითარების ფონდი მადლობას უხდის თვალის კლინიკა “აილაინის” ტყიბულის ფილიალს და ექიმ მიხეილ შენგელიას, გამოჩენილი მაღალი სოციალური პასუხისმგებლობისათვის.

არასამთავრობო ორგანიზაცია „ტყიბულის რაიონის განვითარების ფონდი“,ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის –
„პარტნიორობა ჩართულობითი პოლიტიკის შესაქმნელად” ფარგლებში მიღებული დაფინანსებითა და ტყიბულის მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით, ხანდაზმულთა შინმოვლის სერვისისს მიმდინარე წლის ივნისის თვიდან ახორციელებს.
პროექტი „პარტნიორობა ჩართულობითი პოლიტიკის შესაქმნელად” რომელიც დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ და მას ახორციელებს ASB Georgia პარტნიორ ორგანიზაციებთან CHCA საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი “აფხაზეთი” და Kakheti Regional Development Foundation (KRDF) ერად.