ბაღდათის მუნიციპალიტეტის ტურისტული განვითარების ახალი კონცეფცია შეიქმნა

ბაღდათის მუნიციპალიტეტში, ქალაქის ტურისტული განვითარების ხელშეწყობის ოთხდღიანი პროგრამის ფარგლებში,პოლონეთის ქალაქ კოსტრჟინის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებს უმასპინძლეს.

„თანამშრომელთა გაცვლითი პროგრამის“ ფარგლებში, სამუშაო შეხვედრების საფინალო ეტაპზე, ბაღდათის, როგორც ტურისტული დანიშნულების ადგილის ახალი კონცეფცია წარადგინეს. შეხვედრებში, საერთაშორისო სტუმრებთან ერთად, ბაღდათის და მეზობელი მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებიც მონაწილეობდნენ.

„თანამშრომელთა გაცვლითი პროგრამა“ ევროკავშირის ინიციატივის „მერები ეკონომიკური ზრდისთვის“ (M4EG) ფარგლებში შეიქმნა და ის ევროკავშირის ქვეყნების მუნიციპალიტეტებიდან პროგრამის მოქმედი წევრი ქვეყნებისთვის გამოცდილების გაზიარებას ითვალისწინებს. „თანამშრომელთა გაცვლით პროგრამაში“ ევროკავშირის „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ წევრი 6 ქვეყნიდან 50 მუნიციპალიტეტმა შეავსო განაცხადი, მათგან შეირჩა 9 მუნიციპალიტეტი, სადაც ჩატარდება თანამშრომელთა გაცვლითი პროგრამის პირველი ნაწილი 2019 წელს. მათ შორის, საქართველოდან ორი მუნიციპალიტეტი იქნა შერჩეული : ბაღდათი და ქუთაისი.

აღნიშნულ პროგრამაში ბაღდათი ტურისტული პოტენციალის გაძლიერებისთვის ჩაერთო. მუნიციპალიტეტი მიზნად ისახავდა, ევროპულ სტანდარტებს გასცნობოდა და პრაქტიკული რჩევები მიეღო ყოველწლიური ფესტივალებისა და ადგილობრივი პროდუქტების ბაზრობის მოწყობაში – საერთაშორისო ტურისტების მოსაზიდად.

მას შემდეგ, რაც ბაღდათი პროგრამის მონაწილეებს შორის დასახელდა,ქალაქ კოსტრჟინის მერიის წარმომადგენლბმა მოხალისეობრივად გამოთქვეს ქართველი კოლეგებისთვის გამოცდილების გაზიარების სურვილი. აღნიშნული მისიის ფინანსურ მხარდაჭერაში მნიშვნელოვანი მონაწილეობა ბაღდათის მუნიციპალიტეტმა მიიღო. პროგრამის ფარგლებში ბაღდათს ეწვივნენ კოსტრჟინის მუნიციპალიტეტის მერი ანდრეი ლუდვიკ კუნტიდა კოსტრჟინისევროპული ინტეგრაციისა და სერთაშორისო კოოპერაციის ოფისის მენეჯერი, აგნიეჟკა ზურავსკა ტატალამ.

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ იმერეთის გუბერნიის, ადგილობივი მცირე ბიზნესის წარმომადგენლები, ტურისტული სააგენტოს წარმომადგენლები რეგიონიდან და ბაღდათის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის წარმომადგენლები. მისასალმებელი სიტყვების შემდეგ, პოლონელმა სტუმრებმა კოლეგებს კოსტრჟინის საერთაშორისო ტურისტული განვითარების მაგალითი წარუდგინეს, საერთაშორისო სტანდარტები და გლობალურ ტურისტულ ბაზარზე მოხვედრის გამოწვევები გააცნეს. აქტიური განხილვა და რეკომენდაციები მოჰყვა ბაღდათის მუნიციპალიტეტის მიერ გამართულ პრეზენტაციას, სადაც ახალი კონცეფცია წარმოადგინეს: „ჩამოდი ბაღდათში: ქალაქის ხელშეწყობის ახლებური გზები“.

ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერი, არჩილ გოგსაძე “პროდუქტიული შეხვედრები გვქონდა და სტუმრებთან ერთად სხვადასხვა მიმართულება განვიხილეთ. პოლონელმა ექსპერტებმა რჩევები ფესტივალების ორგანიზებასთან დაკავშირებით მოგვცეს და იმედი გვაქვს, რომ ევროპულ სტანდარტებსა და ფასეულობებს ნელ-ნელა ჩვენს რეგიონშიც დავნერგავთ. ღვინის არტ-ფესტივალი ჩვენს ქალაქში იგეგმება ოქტომბრის პირველი კვირის ბოლო სამი დღე და იმედი გვაქვს, ახალი მიდგომებით უამრავი ვიზიტორი ჩამოვა“.

„მოხარულნი ვართ, რომ ბაღდათის მუნიციპალიტეტის მხარდაჭერის შესაძლებლობა გვაქვს. კოსტრჟინში ჩვენ ყოველწლიურად სხვადასხვა ფესტივალს ვმასპინძლობთ, რომელთაც ნახევარ მილიონამდე ადამიანი სტუმრობს. 16-წლიანი გამოცდილება საშუალებას გვაძლევს, ბაღდათის მუნიციპალიტეტს საუკეთესო ფესტივალის ორგანიზებაში კონსულტაცია გავუწიოთ. მოხიბლულები ვართ ბაღდათის ტურისტული პოტენციალით, რადგან მას აქვს ულამაზესი ბუნება, ჰყავს შრომისმოყვარე და სტუმართმოყვარე მოსახლეობა, რომლებიც მზად არიან აქტიურად ჩაერთონ მუნიციპალიტეტის განვითარებაში“, – განაცხადა კოსტრჟინის მუნიციპალიტეტის მერმა ანდრეი კუნტმა.

“თანამშრომელთა გაცვლითი პროგრამით“, რომელიც „მერები ეკონომიკური ზრდისთვის“ ფარგლებში მიმდინარეობს, ევროკავშირი პროგრამის წევრებს საშუალებას აძლევს საუკეთესო ევროპულ მაგალითებს გაეცნონ და მათთვის საინტერესო მიმართულებებზე რჩევები მოისმინონ. წელს პროექტში საქართველოდან 9 მუნიციპალიტეტი მონაწილეობდა, 2-მა გაიმარჯვა და მათ შორისაა ბაღდათი. „თანამშრომელთა გაცვლითი პროგრამა“ ამ ინიციატივის ფარგლებშიწელს პირველად განხორციელდა. ვაპირებთ, კვლავ გამოვაცხადოთ კონკურსი, რათა სხვა მუნიციპალიტეტესაც მიეცეს მონაწილეობის და ევროპული გამოცდილების გაზიარების საშუალება“, – აღნიშნა „მერები ეკონომიკური ზრდისთვის“ კოორდინატორმა საქართველოსა და აზერბაიჯანში, ზვიად არჩუაძემ.

თანამშრომელთა გაცვლით მისიას წელს საქართველო კიდევ ერთხელ, აგვისტოში, უკვე ქუთაისში უმასპინძლებს.

ინიციატივა „მერები ეკონომიკური ზრდისთვის“

„მერები ეკონომიკური ზრდისთვის“ (M4EG) ევროკავშირის ინიციატივაა, რომელიც 2017 წელს „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ფარგლებში ჩამოყალიბდა. ინიციატივის მისია ადგილობრივ ეკონომიკურ განვითარებაში ხელის შეწყობაა. 2019 წლის ზაფხულის მონაცემებით, ინიციატივის ფარგლებში, აღმოსავლეთ პარტნიორობის 6 ქვეყნიდან უკვე 300-ზე მეტი ადგილობრივი თვითმმართველობაა მობილიზებული. მათი ნახევარზე მეტი „უმცროსიდან“ „მოქმედ“ წევრად დაწინაურდა. მათ უკვეშეიმუშავესადგილობრივი ეკონომიკის განვითარების ინდივიდუალური გეგმებიდა მათი დანერგვაც დაიწყეს.პროექტის მოქმედი წევრების დასახმარებლად, პროექტმა „მერები ეკონომიკური ზრდისთვის“„თანამშრმელთა გაცვლითი პროგრამა“ წამოიწყო, რომლის ფარგლებშიც, ევროკავშირის ქვეყნებიდან მუნიციპალიტეტების თანამშრომლები მისიის ფარგლებში არჩეულ მოქმედ წევრებს სტუმრობენ და მათ საკუთარ გამოცდილებას უზიარებენ.