ტყიბულში მინი ფეხბურთის ტურნირი 2019 წლის პირველობაზე დასრულდა,

რომელიც 2 კვირის მანძილზე საწირის საჯარო სკოლის მინისტადიონზე მიმდინარეობდა და მასში მონაწილეობას მუნიციპალიტეტის 16 საფეხბურთო გუნდი იღებდა.

საფეხბურთო ტურნირში პირველი ადგილი საწირის გუნდმა“კურორტმა“მოიპოვა და მას ფულადი თანხა 400 ლარი გადაეცემა,მეორე ადგილზე ხრესილის გუნდი“ხრესილი“გავიდა რომელსაც 300 ლარი გადაეცემა,ხოლო მესამე ადგილის მფლობელი კურსების “ბერე“ გახდა მათ 200 ლარი გადაეცემა.

მინი ფეხბურთი მუნიციპალიტეტში, ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების,კულტურის, სპორტის, ახლაგაზრდობისა და ტურიზმის განვითარების სამსახურის ორგანიზებით გაიმართა.