gaxseneba

  რა მალე გავიდა შენი გარდაცვალებიდან 40 დღე – ტრაგიკულმა შემთხვევამ იმსხვერპლა შენი ლამაზი სიცოცხლე. ძალიან გვენატრები, გვაკლიხარ ყველას ჩვენო სიცოცხლეზე გულდაწყვეტილო ვაჟკაცო. ყოველი დღე შენზე მოგონებებით იწყება და მთავრდება.

  27 მაისს – 25 წლის გახდებოდი, ჩვენ კი ყვავილებით მე_3 დღე ავღნიშნეთ. ალბათ ესეც უფლის ნება იყო.
მაინც რატომ გვიყვარდი ასე ძალიან. რა სხვანაირი იყავი გამორჩეული, კეთილი, პატიოსნებით სავსე. არასდროს დაგვავიწყდება შენი ღიმილი, თბილი გამოხედვა. შენ მარტო შენი ოჯახის სატკივარი არა ხარ ვალე, არამედ ყველასი, ვინც გიცნობდა. ყველა ლოცულობდა შენი სიცოცხლის გადასარჩენად, მაგრამ ვაი, რომ ვერ გიშველეთ.

გულდათუთქული გტიროდა შენი ოჯახი, სამეზობლო, სანათესაო და სამეგობრო, ასე როგორ დაამახსოვრე ყველას თავი. შენ ყოველთვის ჩვენი სიზმრების სტუმარი იქნები. მოგონებებში მოვეფერებით იმ ბედნიერ დღეებს, როცა ჩვენს გვერდით იყავი. მოვალთ საფლავზე აგინთებთ უთვალავ სანთელს, რომელიც გაგინათებს უფლისკენ სავალ გზას. იძინე მშვიდად.  უფალი გფარავდეს ჩვენო მონატრებულო და საყვარელო ვაჟკაცო. ამინ.

შენი დეიდები და დეიდაშვილები ოჯახებით.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *