ტყიბულის მერიასთან მეშახტეები საპროტესტო აქციას მართავენ.

აქციის მონაწილეების მოთხოვნაა, გაიცეს მათი სახელფასო დავალიანება.

მეშატეები ასევე ითხოვენ ინფორმაციას ხელისუფლებისგან და კომპანიისგან, როდის აღდგება შახტაში საწარმო პროცესი.

აქციაზე მეშახტეთა მხარდასაჭერად ადგილობრივი მოსახლეობა ბავშვებთან ერთად მივიდა. მშობლები ამბობენ, რომ ბავშვებს არ გაუშვებენ სკოლაში, ვიდრე არ დაკმაყოფილდება მეშახტეთა მოთხოვნები. 25 მეშახტე მინდელის და ძიძიგურის შახტებში 300 მეტრ სიღრმეში ამ დრომდე რჩებიან.