ტყიბულში მერიის წინ მეშახტეების საპროტესტო აქცია იმართება.

აქციაზე მეშახტეების მხარდასაჭერად ადგილობრივი მოსახლეობა მივიდა.

მეშახტეების მოთხოვნა უცვლელია, გაიცეს სახელფასო დავალიანება და მიიღონ ხელისუფლებისგან და დამსაქმებელი კომპანიიდან ინფორმაცია როდის აღდგება საწარმო პროცესი შახტებში.

ამასთან, დღეს ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა პრემიერ-მინისტრის დავალებით ტყიბულში გაემგზავრება, სადაც მეშახტეები არიან გაფიცულები. როგორც პრემიერმა აღნიშნა, ნათია თურნავა ტყიბულში „არა გარემოებების და საქმის გასაცნობად, არამედ პრობლემის მოსაგვარებლად ჩავა“.