ბაღდათში დღეს ღვინის საერთაშორისო არტ ფესტივალი იმართება.

ღვინის ფესტივალზე გახსნილია იმერული კუთხე, მიმდინარეობს ღვინის გამოფენა გაყიდვა-დეგუსტაცია. ადგილობრივი წარმოების ნატურალური პროდუქციის, ხელნაკეთი ნივთების,ნუმიზმატიკური ნივთების,ყვავილების გამოფენა-გაყიდვა.
ფერწერული ტილოების, სამოსის და ფოტოების გამოფენა.

ასევე გაიმართა ყურძნის დაწურვა, ბადაგის დეგუსტაცია,არყის გამოხდა.

ფესტივალზე დასახელდებიან ბაღდათის საპატიო მოქალაქეები.

დღის ბოლოს გაიმართება ელექტრონული მუსიკის კონცერტი ლაზერ შოუს თანხლებით. ფესტივალი ფოიერვერკის და ფრანების გაშვებით დასრულდება.

ღვინის ფესტივალის ორგანიზატორი ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერიაა.