“აიკრძალოს აზარტული თამაშების რეკლამა” – ამ მოთხოვნით კანცელარიასთან დღეს, პირველ ნოემბერს აქცია გაიმართა. აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის, ანა დოლიძის განცხადებით, კაზინოები მხოლოდ ტურისტულ ზონებში უნდა განთავსდეს. ამ და სხვა მოთხოვნებით აქციის მონაწილეები პეტიციის შექმნასაც გეგმავენ.

“აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულება ეპიდემიაა ჩვენს ქვეყანაში. შევქმნით პეტიციას შემდეგი მოთხივნებით: აიკრძალოს აზარტული თამაშების რეკლამა, შეუძლებელი იყოს ბავშვებისთვის შიგნით შესვლა და გამკაცრდეს ონლაინ კაზინოების რეგულირება. ჩვენ გვჭირდება 10 ათასი ხელმოწერა. შევაგროვებთ ამ ხელმოწერებს, საქართველოს მთავრობამ კეთილი უნდა ინებოს და მიხედოს საკითხს”, – ამბობს დოლიძე.