ქალაქ ტყიბულის დაარსებიდან 80 წლის იუბილე აღინიშნა 26 ოქტომბერს ტყიბულში.

იუბილის ფარგლებში მუნიციპალიტეტში გაიმართა სხვადასხვა სპორტული და კულტურული ღონისძიებები,გაიხსნა ინფრასტრუქტურული ობიექტები.

საზეიმო ღონისძიებაზე დასახელდნენ საპატიო ტყიბულელები.დღის ბოლოს გაიმართა საზეიმო კონცერტი ჯგუფი “ბანის“ და ტყიბულის ქორეოგრაფიულ ანსამბლ „ცხრაჯვარის“ მონაწილეობით.
საიუბილეო ღონისძიებები მუნიციპალიტეტში ადგილობრივი ხელისუფლების ორგანიზებით გაიმართა.