ტყიბულში მუნიციპალიტეტის მერიის მიმდებარედ დღეს აქცია გაიმართა.

აქციის მონაწილეები ინდივიდუალური მეწარმეები და შპს -ეების წარმომადგენლები იყვენენ, რომლებიც ნახშირს ღია კარიერის წესით მოიპოვებდნენ.

აქციის მონაწილეები მადნეულის მოპოვების უფლების აღდგენას ითხოვენ. მათი თქმით გარემოს დაცვის პოლიციამ ნახშირით დატვირთული მათი კუთვნილი 5 სატვირთო ავტომობილი გააჩერა და მათ მოძრაობის საშუალებას არ აძლევს.

შპს – ეებს რომლებიც საქნახშირი ჯი-აი-ჯის ჯგუფის კონტრაქტორები იყვნენ ხელშეკრულება 2015 წელს ამოეწურათ, თუმცა ნახშირის მოპოვებას ღია კარიერის წესით მაინც აგრძელებდნენ.

“ჩვენს მიღმა დგანან ოჯახები, გვყავს შვილები და გვაქვს ბანკის ვალები, ამიტომ ნახშირს მოვიპივებდით და ახალქალაქში გადაგვქონდა გასაყიდად”- განაცხადა აქციის ერთ-რთმა მონაწილემ.