ტყიბულის მუნიციპალიტეტში რამდენიმე თვეა ხანდაზმულთა შინმოვლის სერვისი მიმდინარეობს.

პროექტის ფარგლებში ქალაქში და სოფლებში მცხოვრებ მარტოხელა 30 ბენეფიციარისთვის თვეში ოთხჯერადი ინტენსივობით „ტყიბულის რაიონის განვითარების ფონდის“ სერვისჯგუფი საყოფაცხოვრებო და ჰიგიენური პირობების გაუმჯობესებას, საკონსულტაციო და ფსიქოლოგიურ მხარდაჭერას ანხორციელებს.

პროექტის მიზანია ტყიბულის მუნიციპალიტეში მცხოვრები მარტოხელა ხანდაზმულთათვის თბილი, უსაფრთხო და ღირსეული პირობების შექმნა.

პროექტში მოხალისეობრივად აქტიურად მონაწილეობენ ადგილობრივები, რომლებიც სერვისჯგუფთან ერთად მარტოხელა ხანდაზმულებისთვის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებაზე ზრუნავენ.

სერვისს მუნიციპალიტეტში არასამთავრობო ორგანიზაცია „ტყიბულის რაიონის განვითარების ფონდი“ ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის – „პარტნიორობა ჩართულობითი პოლიტიკის შესაქმნელად” ფარგლებში, ASB Georgia-სა და პარტნიორი ორგანიზაციების კოორდინირებით ანხორციელებს.