ტყიბულში, ძიძიგურის შახტის მეშახტეები საპროტესტო აქციას მართავენ.

მეშახტეები ძიძიგურის შახტთან არიან შეკრებილი.

გაფიცული მეშახტეების მოთხოვნებია: სრულად ანაზღაურდეს გაცდენილი დღეები; დაუყოვნებლივ მოეწყოს ღია და საჯარო შეხვედრა კომპანიის წარმომადგენლებთან სახელმწიფო უწყებების ჩართულობით; აცნობონ შახტის მდგომარეობის ამსახველი აუდიტორული დასკვნა და იმ ღონისძიებების შესახებ, რაც შახტის უსაფრთხოების გასაუმჯობესებლად იგეგება.