გეშტალტ ფსიქოლიგიით დაინტერესებამ მასში ახალი მეთოდოლოგიის არსებობის სურვილი აღძრა. მას გააჩნია სერტიფიკატი კლინიკური ფსიქოლოგიის მიმართულებით.  არის პიარ-ფსიქოლოგიის მეთოდიკის ფუძემდებელი და ატარებს ინოვაციურ  ტრენინგებს სპიკერფობიაში.

24 წლიანი სამუშაო პრაქტიკა პიარში, როგორც კერძო ასევე საჯარო სამსახურებში. 50-ზე ზე მეტი საერთაშორისო და ადგილობრივი პროექტის პიარის ხელმძღვანელი.

წლების მანძილზე ეწევა საჯარო გამომსვლელების, პოლიტიკოსების, კერძო ორგანიზაციების ხელმძღვანელების და საჯაროდ გამოსვლებით დაინტერესებული პირების ტრენირებას. აქვს ფილოლოგიის, ბიზნეს-ადმინისტრირების განათლება.

 

როდის და რატომ გადაწყვიტეთ პიარფსიქოლოგი გამხდარიყავით? 

პიარში ვმუშაობ უკვე 24-ე წელია, პრაქტიკულად მთელი ცხოვრება, როგორც საჯარო ასევე კერძო კომპანიებში. ასევე ინტენსიურად მიწევდა სპიკერებთან მუშაობა: გამოსვლის, წარდგენის, პრეზენტაციის, კამერასთან მუშაობის ნაწილში. მგონია რომ მხოლოდ პიარული მიდგომა არ კმარა იმისთვის რომ საუკეთესო შედეგზე ტრავმის გარეშე გავიდეთ. ის გარემოებები რაც მუშაობის პროცესში იკვეთება ხშირად ბავშვობის, მოზარდობის ან ზრდასრულობის ტრავმასთან არის დაკავშირებული. ამიტომ ფსიქოლოგიური ბერკეტი ამ დროს ნამდვილი საყრდენია. ამ მიდგომასთან პირადი საჭიროებიდან მივედი და შედეგი მაშინვე მივიღე. ამან მომცა ბიძგი რომ ღრმად შემესწავლა ფსიქოლოგია და დღესაც ვაგრძელებ სწავლას. ფსიქოლოგია, რომ ისეთი ზღვაა კიდე რომ არ უჩანს, პროცესში მეც ვვითარდები. ჩემი მოსაზრებით, თუ ადამიანი წინ არ მიდის ის უკან იხევს, ამიტომ მგონია ეს მეთოდი უნიკალური, რადგან ზოგავს დროს და ადამიანს აძლევს განვითარების შანსს.

პიარფსიქოლოგიაც ახალი დარგია და მუშაობის ახალი მეთოდია, გაქვთ თუ არა შედეგები?

უკვე 6 ტრენინგი ჩატარდა, დღეში ასზე მეტი ადამიანი რეგისტრირდებოდა, მოთხოვნა საკმაოდ მაღალია, რადგან ჭარბადაა ტრავმირებული ადამიანი ჩვენს შორის, ბაღიდან, სკოლიდან, მშობლისგან, დამსაქმებლისგან, უიღბლო კონტაქტებისგან და პირადი ურთიერტობებისგან. სპიკერფობია ცდება სიტყვით გამოსვლის მასშტაბს, ტრენინგში ჩართულ პირებზე „მისალმების“ ნაწილზეც კი ვმუშაობ, ხშირია როცა ადამიანები იცვლიან სახელებს, გვარებს ასე იკარგება იდენტობა და ქრება პიროვნება. ჩვენ ერთად ვცდილობთ მის გამოვლენას, დაბადებას ველში, ველი კი მეტისმეტად მხარდამჭერია და ჰარმონიული. ტრენინგებს ესწრებოდნენ ისეთი საპატიო ადამიანები, როგორიცაა ნინო პოპიაშივლი, გიორგი ლობაჟნიძე და ყველასთვის უსაყვარლესი პოეტი საშა გველესიანი, მსოფლიოში აღიარებული ექსპერტი ვახტანგ მაისაია და სხვა. 

დამსწრეებმა მათი ნაწარმოებები წაიკითხეს და იგრძნეს რომ ავტორებს მხოლოდ მკითხველის ემოცია აინტერესებდათ ეს ბევრწილად მიმღებლობას ზრდის და ათავისუფლებს სპიკერს. ვისმენთ ცნობილ გამოსვლებს, ვმუშაობთ ხმაზე, ჟესტზე, მეტყველებაზე, სუნთქვაზე, ეს კომპლექსური სამუშაო პროცესია. მაქვს გამოხმაურებები ინდივიდუალურ ტრენირებაზე. 

იმედი მაქვს ამ საქმეს ფეხზე დავაყენებ, რადგან მჯერა რომ მეტისმეტად კეთილ საქმეს ემსახურება იმისათვის რომ დავნებდე. უცხოელებს ისეთი გამოხმაურება ჰქონდათ, ნამდვილად მოულოდნელი იყო, რადგან ტრენინგს თარჯიმანი თარგმნიდა პარალელურად. ესწრებოდნენ გერმანელი, ფრანგი, ინგლისელი, ინდოელი მონაწილეები. ჩვენ გამოვუტყდით თავს, რომ ჩვენ თითოეული როგორც ერთი ვართ „ორატორი“ და ეს იყო დიდი ბედნიერების მომენტი.

კონკრეტული შემთხვევებით დაგვისახელეთ სპიკერფობიის მაგალითები

სპიკერფობია სიკვდილთან გათანაბრებული შიშია. ახასიათებს ძლიერი და აჩქარებული გულისცემა, არითმია, იწვევს მაღალ წნევას, ოფლიანობას, თავის ტკივილს, დაძაბულობას კიდურებში, კუჭის აშლას, კრიჭის შეკვრას და ზოგ შემთხვევაში გულისრევასაც კი. საბოლოო ჯამში ფსიქოსომატურ დაავადებებს, რომლების დიაგნოზირებაც რთულია.

პრობლემები არსებობს როგორც უფროსებში ისე პატარებში, ბავშვებთან დაკავშირებით რას ურჩევთ მშობლებს?

კონტაქტი, რაც შეიძლება მეტი კონტაქტი ბავშვებთან, მოუსმინეთ შვილებს. ჩვენ ყოველთვის გვგონია რომ კარგი გვინდა შვილისთვის და ეს თითქოს ბუნებრივია, მაგრამ თუ ჩვენ მისი ნების წინააღმდეგ ვიქცევით შესაძლოა სრულიად უწყინარმა წახალისებამ, საჩუქარმა, ან საყვედურმა სერიოზული პრობლემა შეუქმნას მის ფსიქიკას.

კომერციული იქნება თუ არა თქვენი ტრენინგები?

ამ ეტაპზე 50 ლარი ღირს დასწრება, ყოველი დამსწრიდან 15 ლარი გადაერიცხება შშმ ბავშვებს სტომატოლოგიური მომსახურებისთვის. ბუნებრივია ამ საქმიანობას თანამდევი ხარჯებიც აქვს. თუმცა ქართული განათლების ცენტრი მხარს მიჭერს და ჩვენ იმედს არ ვკარგავთ რომ გამოჩნდებიან ადამიანები, რომლებიც ამ მნიშვნელოვან საქმეში მარტო არ დაგვტოვებენ.

მოგვიყევით თქვენი სამომავლო გეგმების შესახებ

ჩვენ გავალთ უოცხოეთში მასიურად და მზად ვარ ყველას დავეხმარო ვისაც მივწვდები, ვინც სურვილს გამოთქვამს, რომ აღმოაჩინოს საკუთარი თავი ოჯახში, ბაღში, სკოლაში და სხეულში.