არასამთავრობო ორგანიზაცია სამართლიანობის განვითარების ინსტიტუტი ახალგაზრდებს იწვევს საარჩევნო საკითხების ტრენინგზე,

რომელიც გაიმართება ტყიბულში, მიმდინარე წლის 25 ივლისიდან 14 აგვისტოს პერიოდში.

ორგნიზაციის ინფორმაციით პროექტის მიზანია ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლება შემდეგ საკითხებზე- საქართველოს არჩევნების ისტორია და თანამედროვეობა სახელმწიფო მოწყობა და არჩევითი ორგანოების ფორმირების წესი;
აქტიური მოქალაქეობა და არჩევნების გზით ქვეყნის მართვის პროცესში მონაწილეობის მნიშვნელობა; გენდერული თანასწორობა არჩევნებში; ჩართული მხარეების როლი დემოკრატიული არჩევნების უზრუნველსაყოფად;ინკლუზიური არჩევნები -მოწყვლადი ჯგუფების ჩართულობა საარჩევნო პროცესში; არჩევნების უსაფრთხოება;საარჩევნო უფლებები და რეალიზება.

პროექტის ხანგრძლივობა თითეული ჯგუფისთვის განსაზღვრულია 4 (ოთხი) დღით, მონაწილეები ამ პერიოდში უზრუნველყოფილი იქნებიან კვებით (სადილი) და ორჯერ ყავა ჩაის შესვენებით.
ტრეინინგის დასრულების შემდგომ მონაწილეებს გადაეცემათ სერთიფიკატები.

ტრენიგზე დასწრების მსურველებმა 25 ივლისამდე მოგვწერეთ ელექტრონულ ფოსტაზე – archilsofromadze1980@gmail.com ან დაგვირეკეთ ტელეფონის ნომერზე 595–55–22–42 არჩილი.

პროექტს ,,ახალგაზრდა ამომრჩეველი საარჩევნო პროცესში,, არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანობის განვითარების ინსტიტუტი“ ცესკოს და სწავლების ცენტრის ფინანსური მხარდაჭერით ანხორციელებს ტყიბულის მუნიციპალიტეტში.