პოლიტიკურმა გაერთიანებამ „ქართული ოცნება – დემოკრატიულმა საქართველომ“ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში ქვეყნის მასშტაბით მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა.

ზესტაფონის, ბაღდათის, თერჯოლისა და ტყიბულის საარჩევნო ოლქში „ქართული ოცნების“ კანდიდატია ბეჟან წაქაძე.

ბეჟან წაქაძე არის – ზესტაფონისა და ვანის საპატიო მოქალაქე, ეკონომისტი, წარმატებული ბიზნესმენი და მეცენატი. პარლამენტარის მანდატი მას მისცემს საშუალებას, კიდევ უფრო აქტიური როლი შეასრულოს რეგიონის განვითარებაში. აცხადებენ პარტია „ქართულ ოცნებაში“