ტყიბულში „საქნახშირის“ თანამშრომლებს შორის ჭადრაკში ჩემპიონატი გაიმართა.

ჩემპიონატი შვეიცარული სისტემით, 7 ტურად ჩატარდა.

პირველ ადგილზე კახა ხორხომელიძე გავიდა, მეორე ადგილი ზვიად ჭანტურიძეს ერგო, ხოლო მესამე ადგილი გიორგი ხორხომელიძემ დაიკავა.

კომპანიის ინფორმაციით ჩემპიონატში გამარჯვებულები სამახსოვრო სერთიფიკატით და ფულადი პრიზებით დაჯილდოვდნენ – პირველი ადგილი 300 ლარი, მეორე ადგილი 200 ლარი და მესამი ადგილი 100 ლარი.

ღონისძიება „საქნახშირმა“ პროფკავშირის და საჭადრაკო კლუბ „ტყიბულის“ მხარდაჭერით 25-26 ივლისს შახტის ადმინისტრაციული შენობის ეზოში ჩაატარა.

„საქნახშირს“ და პროფკავშირებს ასევე აგვისტოს თვეში ერთობლივად აქვს დაგემილი სპორტული ღონისძიებები- შეჯიბრებები ნარდში და მინიფეხბურთში მეშახტეებს შორის. სადაც გამოვლინდებიან გამარჯვებულები და დასაჩუქრდებიან ფულადი პრიზით, აცხადებენ კომპანიაში.