საფეხბურთო კლუბ „მეშახტეს“ ყოფილი მწვრთნელი ლევან ჯოჯახაძე გუნდს დაუბრუნდა.

ჯოხაძე ტყიბულში გუნდის სამწვრთნელო საქმიანობას უკვე შეუდგა.

“მეშახტეს” რომელსაც ჯოხაძის 2 წლიანი სამწვრთნელო საქმიანობის პერიოდში ბევრი წარმატება ქონდა, გავრცელებული ინფორმაციით შექმნილი ფინანსური პრობლემების გამო იანვარში მწვრთნელი გუნდიდან წავიდა http://okribanews.ge/?p=5560 რასაც მაშინ ქალაქში ფეხბურთის მოყვარულებისგან დიდი გამოხმაურება მოყვა, გუნდის გულშემატკივრები უკამაყოფილებას გამოხატავდნენ ადგლობრივი ხელისუფლების მიმართ რომ ვერ მოხდა გუნდისთვის საუკეთესო მწვრთნელის შენარჩუნება.

ლევან ჯოხაძის გუნდში დაბრუნებას სკ მეშახტე ტყიბული / FC Meshakhte Tkibuli -ის ოფიციალური ფესიბუქგვერდი ავრცლებს, რომელსაც უცველელად გთვაზობთ – „ტყიბულის მეშახტეს ლევან ჯოხაძე დაუბრუნდა. გულშემატკივრებისთვის სასიხარულო ინფორმაცია დღეს ოფიციალურად დადასტურდა და წარმატებული ახალგაზრდა სპეციალისტი ისევ მეშახტეთა ქალაქის საყვარელ კლუბს ჩაუდგა სათავაში

5 ტურის შემდეგ მეშახტე 2 ქულით სატურნირო ცხრილის ფსკერზე იმყოფება და გასავარდნ ზონაშია, როგორც მოგეხსენებათ 2020 წლის სეზონი 18 ტურიანია, შესაბამისად სულ რაღაც 13 მატჩია დარჩენილი

გუნდმა დღეს პირველად ივარჯიშა ჯოხაძის ხელმძღვანელობით, ხვალ გაემგზავრებიან აჭარაში და 24 აგვისტოს “დავით ყიფიანის სახელობის თასის” გათამაშებაში ქედის ბეთლემს ქედაში დაუპირისპირდებიან. წარმატებებს ვუსურვებთ ლევანს გუნდთან ერთად!” ნათქვამია განცხადებაში.