ტყიბულში 25 წლამდე ქალს კორონავირუსი დაუდასტურდა. როგორც სამედიცინო კორპორაცია ევექსის ტყიბულის კლინიკის დირექტორმა იური ელიაშვილმა “ოკრიბანიუს” განუცხადა – „პაციენტს ლაბორატორიული ანალიზი ტყიბულის კლინიკაში გუშინ ჩაუტარდა და დღეს მოვიდა დადებითი პასუხი.
პაციენტი მალევე გადაყვანილი იქნება ქუთაისში კოვიდ ცენტრში“- განაცხადა იური ელიაშვილმა.