ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელს ორპირის საჯარო სკოლაში კორონავირუსის გამო სასწავლო პროცესი შეწყდა.

არსებული ინფორმაციით კორონავირუსი დაუდასტურდა ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ ორპირში მცხოვრებ ერთი ოჯახის ოთხ წევრს, მათ შორის ორ არასულწლოვანს, რომლებიც ორპირის საჯარო სკოლის პირველი და მეხუთე კლასის მოსწავლეები არიან.

ორპირის საჯარო სკოლის დირექტორმა ირინა ბერეკაშვილმა „ოკრიბანიუს“ განუცხადა რომ სკოლაში სასწავლო პროცესი კორონავირუსის დაფიქსირების გამო შეწყდა – მივიღეთ წერილი ტყიბულის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრიდან რომ ჩვენი სკოლის ორ მოსწავლეს კორონავირუსი დაუდასტურდა. აღნიშულ ფაქტთან დაკავშირებით სკოლის ადმინისტრაციამ მიიღო გადაწყვეტილება საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსათან შეთანხმებით სკოლაში სასწავლო პროცესის შეწყვეტის შესახებ. ამდოისთვის ადგილიზე იმყოფებიან ეპიდემიოლოგები, მიმდინარეობს ბავშვების და მასწავლებლების კოვიდ ვირისზე ტესტირება, ინფიცირებულებთან კონტაქტების დადგენა. სკოლაში სასწავლო პროცესი ჯანდაცვის რეკომენადიციების სრული დაცვით მიმდინარეობდა“ აცხადებს სკოლის დირექტორი.