მორიგი ტურის მატჩი გაიმართა დღეს ტყიბულში,

ვლადიმერ ბოჭორიშვილის სახელობის ცენტრალურ სტადიონზე ერთმანეთს ტყიბულის „მეშახტე“ და თბილისის „საბურთალო2“ შეხვდნენ.
შეხვედრის 32-ე წუთზე თბილისელთა კარში გამარჯვების გოლი „მეშახტის“ ცენტრალურმა მცველმა ლაშა ჯინჭარაშვილმა გაიტანა და საფეხბურთო მატჩი 1:0 „მეშახტის“ გამარჯვებით დასრულდა.
„მეშახტე“ აგრძელებს ბრძოლას ლიგა 3-ში ადგილის შესანარჩუნებლად.

მომდევნო თამაში ტყიბულში 15 ოქტომბერს გაიმართება, ტყიბულელთა მეტოქე “თბილისი სითი” იქნება.

„მეშახტის“ მწვრთნელი ლევან ჯოხაძეა, რომელიც გუნდის სამწრთვნელო საქმიანობას აგვისტოდან დაუბრუნდა, როგორც „მეშახტის“ გულშემატკივრები ამბობენ მისი პროფესინალიზმით გუნდი დასახულ მიზანს მიაღწევს.